რეზონანსი
17.08.2026

აშშ და ირანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კიდევ 60 დღით გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, - იუწყება Al Arabiya წყაროებზე დაყრდნობით. ოფიციალურად ვაშინგტონსა და თეირანს ეს ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

ცოტა ხნით ადრე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ნომერ პირველი მიზანი იყო და იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასოდეს ჰქონდეს“.

18 ივნისს აშშ-მა და ირანმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების 60 დღით შეწყვეტასა და ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებდა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მემორანდუმის მიხედვით 17 აგვისტომდე მოქმედებდა.

დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში აშშ-მა ირანზე დარტყმები განაახლა მას შემდეგ, რაც მხარეებმა ერთმანეთი ზავის დარღვევაში დაადანაშაულეს. 6 ივლისს ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ფაქტობრივად აღარ მოქმედებს. თუმცა მალევე ირანზე დარტყმები შეჩერდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×