
მე- 10 დღე დაიწყო, რაც ერთად ვიბრძვით დედას სიცოცხლისთვის...მოულოდენლად, თავის არეში სისხლძარღვი ( ანევრიზმა) გასკდა და უგონოდ გადავიყვანეთ კლინიკაში, - ამის შესახებ „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებლი, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში წერს.
"დედას ჩემზე ბევრი ფბ მეგობარი ჰყავს და ჩემზე აქტიურია ამ სამყაროში. არ ვწერდი აქამდე და არც მქონდა ამის ძალა , მაგრამ იმდენი მეგობარი ჰყავს დედას ( მათ შორის ჩემი მეგობრებიც ) , რომ ვალდებულად ვთვლი დავწერო მოკლედ და რომ კითხულობენ რატომ არ ჩანს - ვუთხრა , რომ მე- 10 დღე დაიწყო, რაც ერთად ვიბრძვით მისი სიცოცხლისთვის!
ერთად ვიბრძვით მისი გადარჩენისთვის და მჯერა, რომ აუცილებლად გადავიტანთ ამ განსაცდელს უფლის წყალობით და ექიმების დახმარებით, მოულოდენლად, თავის არეში სისხლძარღვი ( ანევრიზმა) გასკდა და უგონოდ გადავიყვანეთ კლინიკაში. მე- 10 დღეა ყველა ერთად ვიბრძვით… მადლობა ექიმ ბუბა შალამბერიძეს , რომელმაც ორი ოპერაცია გაუკეთა და აკეთებს ყველაფერს რაც შეუძლია…
ყველა ექიმს და სანიტარს, ვინც დედას უვლის მირიანის და ნანას სახელობის კლინიკაში… ჩვენ ოთხივე შვილი დედას პალატის ქვემოთ ეზოში ,, დავბანაკდით “ და ველოდებით… ისეთი ძლიერია, ისეთი კეთილი, ისეთი მზრუნველი, უანგარო, თავდადებული, რომ აუცილებლად უნდა გადალახოს უფლის შეწევნით ეს დიდი განსაცდელი! მის მეგობრებს ცალ - ცალკე ვერ გპასუხობთ და დავწერ როგორც კი სიახლე გვექნება. კეთილი ადამიანების ლოცვა გააძლიერებს დედას," - წერს ეკა ბესელია.