რეზონანსი
16.08.2026

უკრაინამ უმსხვილესი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ათი უდიდესი ლოგისტიკური ცენტრიდან შვიდი მწყობრიდან გამოიყვანა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოსკოვის ოლქში დრონებით თავდასხმის შემდეგ, ინდუსტრიულ პარკ „კოლედინოში" მდებარე Wildberries-ის ლოგისტიკურმა ცენტრმა ფუნქციონირება შეწყვიტა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს იყო კომპანიის ყველაზე დიდი საწყობი ფართობის მიხედვით - დაახლოებით 250 000 კვადრატული მეტრი.

ღამის თავდასხმის შემდეგ ფუნქციონირება შეწყვიტა დომოდედოვოს საწყობმაც.

შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში დრონით თავდასხმის შედეგად Wildberries-ის უდიდეს საწყობში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×