რეზონანსი
16.08.2026

სულ ვფიქრობ რამდენად შორს წავლენ - მეთქი, და აჰა - ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძეები ამჯერად საკუთარი ქვეყნის დრონებით დაბომბვას ითხოვენ, - ასე ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, ოკუპირებულ აფხაზეთში ჰუმანიტარული ტვირთის სახით საწვავის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის მხარდამჭერთა კომენტარებს სოციალურ ქსელში, რომლებიც საქართველოს მიმართ შესაძლო აგრესიის წახალისებას ცდილობენ.

კუჭაშვილის განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო აგრესიის წახალისებას შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს.

„სულ ვფიქრობ რამდენად შორს წავლენ - მეთქი, და აჰა - ჩვენი დროის სერგო ორჯონიკიძეები ამჯერად საკუთარი ქვეყნის დრონებით დაბომბვას ითხოვენ.

ეს უბრალოდ კლავიატურაზე კაკუნი არაა, ასეთი მოწოდებები შესაბამისი უწყებების მხრიდან მკაცრ სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს. საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო აგრესიის წახალისება არც გამოხატვის თავისუფლებაა და არც შიდა პოლიტიკური ბრძოლის სახეობად უნდა აღვიქვათ, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა მოჰყვეს.

უსამშობლოებს ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ გალაშქრება ძვირად უნდა დაუჯდეთ“, - წერს შაკო კუჭაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×