რეზონანსი
16.08.2026

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსასახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდა თითქოს დაეხმარებოდა საქართველოში ყოფნის ნებართვის მოპოვებასა და საქართველოს ტერიტორიის უპრობლემოდ დატოვებაში , სხვა ქვეყანაში გადასვლასა და უკან დაბრუნების საკითხში, რის სანაცვლოდ მოსთხოვა 4000 აშშ დოლარი და წინასწარ გამოართვა 1000 აშშ დოლარი.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს," - ვკითხულობთ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×