რეზონანსი
16.08.2026

რუსთავში, არასრუწლოვანი ბიჭი ახალგაზრდა ქალს სადარბაზოში შეჰყვა და ფიზიკური შეხება სცადა. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ფაქტი ლეონიძის ქუჩაზე ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დაფიქსირდა. 15 წლამდე ბიჭი 25 წლამდე ქალს სადარბაზოში ჩუმად შეჰყვა და მასთან ფიზიკური კონტაქტი სცადა. გოგოს მხრიდან მკვეთრი რეაგირების შემდეგ მოზარდმა სადარბაზო სწრაფად დატოვა.

აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. სამართალდამცავებმა არასრუწლოვანის იდენტიფიცირება მალევე მოახერხეს და დააკავეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×