რეზონანსი
15.08.2026

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულმა მუზეუმმა მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი International Travel Awards 2026-ის გამარჯვებული გახდა და საქართველოს წლის საუკეთესო ისტორიულ-კულტურული მუზეუმის საპატიო ტიტული დაიმსახურა.

ვიზიტორთა გამოცდილება, მომსახურების ხარისხი და თანამედროვე მიდგომები - მუზეუმმა საერთაშორისო კონკურსზე უმაღლესი შეფასება მიიღო 6 მთავარ კრიტერიუმში. გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში ჟიურის 200-ზე მეტი წევრი მონაწილეობდა.

International Travel Awards 2026-ის გამარჯვებულთა ოფიციალური დაჯილდოება 14 ნოემბერს, დუბაიში გაიმართება. დადიანების სასახლეს კუთვნილ ჯილდო შავი ჰალსტუხის ფორმატის გალა-ცერემონიაზე გადაეცემა. ეს აღიარება მუზეუმისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა საერთაშორისო პოპულარიზაციისა და უცხოური აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად. გასულ წელს ეს ჯილდო თბილისი ხელოვნების სასახლეს გადაეცა.

International Travel Awards-ი მსოფლიოში ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ პროგრამად ითვლება. ამ პლატფორმაზე გამარჯვებული კულტურული ობიექტები მსოფლიოს გარშემო ათასობით მოგზაურის ტურისტულ მარშრუტს განსაზღვრავს. დადიანების სასახლეთა მუზეუმი სტუმრებს უნიკალურ არქიტექტურას, იშვიათ კოლექციებს, ხელოვნების ნიმუშებსა და მდიდარ არქეოლოგიური მასალას სთავაზობს.

საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანება საერთაშორისო პროგრამის უკვე ორი უმაღლესი ჯილდოს მფლობელია. ეს აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას და ხელს უწყობს კულტურული ტურიზმის განვითარებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×