
კორუფციულ გარიგებაში მოკლული ბიზნესმენის ოჯახი სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტს, მაკა დადიანს ადანაშაულებს. კაცი, რომელმაც მეგობარი ახალი წლის ღამეს ჩაცხრილა, შეურაცხადობა დაუდგინდა. ექსპერტ დადიანის მიერ მომზადებული ცნობის საფუძველზე 16 წლიან ციხეს გადაურჩა და ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მაქსიმუმ 4 წელს გაატარებს.
მოკლული ბიზნესმენის ოჯახი, ვინც მკვლელობაში ბრალდებულს კარგად იცნობდა, ამტკიცებს, რომ მალხაზ ბაგათელია სრულად შერაცხადია და მან ცნობა გააყალბა.
მალხაზ ბოკუჩავას ოჯახის მტკიცებით, დამოუკიდებლად ჩატარებული გამოძიებით დაზარალებულმა ოჯახმა დაადგინა რომ მალხაზ ბაგათელიამ მკვლელობის გეგმა წინასწარ შეიმუშავა. ოჯახის ვარაუდს რამდენიმე გარემოება ამყარებს.
მოკლული კაცის ახლობლების თქმით, მკვლელობის ნივთმტკიცება - მაყუჩიანი იარაღი, რომელიც სამოქალქაო ბრუნვიდან არის ამოღებული, შეურაცხადად გამოცხადებულმა კაცმა მეგობრის მოსაკლავად ის სპეციალურად დაამზადებინა.
საქმის მასალებით დგინდება რომ ბაგათელიას მკვლელობის შემდეგ თან მიაქვს მოკლული ბიზნესმენის მალხაზ ბოკუჩავას მობილური ტელეფონი, რომელსაც მოგვიანებით მის მობილურთან ერთად თავიდან იშორებს, მიმალვის დროს იცვლის 5 ტაქსს, ამ ქმედებებს კი ოჯახის ვარაუდით, შეურაცხადი ადამიანი ფიზიკურად ვერ განახორციელებდა.