რეზონანსი
15.08.2026

უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ძირს უთხრის რუსეთსა და აშშ-ის, რუსეთსა და თურქეთს შორის არსებულ ორმხრივ ნდობას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, უკრაინისთვის იარაღის მასშტაბური მიწოდების გეგმებთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო უწყებამ აშშ-სა და თურქეთს განმარტებები სთხოვა.

ზახაროვას თქმით, თურქეთის გავლით უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მასშტაბური მიწოდების გარემოებები და პირობები “უკიდურესად წინააღმდეგობრივი რჩება”.

“აშშ-სა და თურქეთის მცდელობები, გამოიყენონ სამშვიდობო რიტორიკა და ამავდროულად უკრაინას იარაღი მიწოდონ, გარდაუვალად ძირს უთხრის ორმხრივ ნდობას,” - განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, 8 აგვისტოს მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინამ თურქეთისგან შეიძინა 70 M39 ATACMS ბალისტიკური რაკეტა, 12 M270 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (რომელიც GMLRS და ATACMS რაკეტებს იყენებს), და ასევე ათობით ათასი კასეტური საბრძოლო მასალა. თავის მხრივ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს შეატყობინა, რომ მზად არის დაუშვას იარაღის გადაცემა, ვინაიდან ის შეესაბამება უსაფრთხოების დახმარების მიზნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×