რეზონანსი
15.08.2026

14 აგვისტოს, ღამის საათებში, ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოდან პატიმარი ალმასხან გუმბა გაიქცა. 

არსებული ინფორმაციით, გუმბა საავადმყოფოში წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაიყვანეს. თუმცა, მან პალატა თვითნებურად დატოვა და ტერიტორია მიატოვა.

მომხდარს ე.წ. პროკურატურა იძიებს - მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები მსჯავრდებულის ადგილსამყოფლის დასადგენად და მის დასაკავებლად.

დაკითხეს ის თანამშრომლები, რომლებსაც მსჯავრდებულის დაცვა ევალებოდათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×