რეზონანსი
15.08.2026

ამ დროისთვის შესრულებულია საერთო სამუშაოების 40-45%, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ. მისივე თქმით, დასუფთავებაზე ამ ეტაპზე 200 ადამიანი მუშაობს.

„უახლოესი დღენახევარის განმავლობაში იმავე რეჟიმით გავაგრძელებთ მუშაობას. ყველა რაიონის გამგეობა ჩართულია, პოლიცია მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენთან. შესაბამისად, დღენახევარში დავხურავთ სტიქიის შედეგად მიყენებულ ყველა კერას. 200 ადამიანი გვყავს დასუფთავებაზე შემოყვანილი, ხელით გაგვაქვს, რადგან საფეხმავლო ტერიტორიაა.

დღეს ღამით გათვალისწინებულია შესაბამის მონაკვეთებზე ასფალტის საფარის აღდგენაც ისე, რომ დილისთვის ყველა ადგილმდებარეობა მაქსიმალურად იყოს მოწესრიგებული“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა თბილისის ქუჩებსა და ინფრასტრუქტურას ისევ წმენდენ. პროცესში მერიის სამსახურები, გამგეობები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ჯგუფები არიან ჩართული. უხვი ნალექის შედეგად, გარკვეულ მონაკვეთებზე მიწის მასა ჩამოიშალა. ძლიერმა წვიმამ დატბორა ქუჩები, სახლების ნაწილი და სარდაფები. ასევე მეტროსადგურები - „რუსთაველი“ და „ვაჟა-ფშაველა“. ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა ჩუღურეთის, ვაკის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×