რეზონანსი
15.08.2026

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის და პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივით, ახალგაზრდებთან შეხვედრები სამეგრელოს რეგიონში გრძელდება. ამჯერად, დმანისის თეატრის დასი აბაშელ ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ქართულ თეატრზე და იმსჯელეს სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობაზე.

ხვალ, კი აბაშაში, ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო თეატრის მსახიობები სპექტაკლ „ხალდეს“ წარადგენენ, რითაც ფესტივალი რეგიონში დაიხურება. ახალგაზრდებთან შეხვედრები სამეგრელოში ერთი კვირის განმავლობაში იმართებოდა. პროექტის მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო. პროექტის მიზანია რეგიონებში თეატრალური ხელოვნების განვითარება და მასში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×