რეზონანსი
15.08.2026

ესპანეთის ქალაქ გრანადაში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ სახლები დააზიანა, - ინფორმაციას გამოცემა „ელ პაისი“ ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ალენდინის მუნიციპალიტეტი იყო.

ანდალუსიის ავტონომიური რეგიონის მთავრობის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შენობები და ავტომობილები დაზიანდა.

რეგიონული მთავრობის პრეზიდენტმა, ხუან მანუელ მორენომ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„მიწისძვრამ გარკვეული მატერიალური ზარალი გამოიწვია. გთხოვთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და დაიცავით ყველა რეკომენდაცია“, - განაცხადა ანდალუსიის რეგიონული მთავრობის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×