რეზონანსი
15.08.2026

ქორეოგრაფიული ანსამბლი „თოლია“ სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ანსამბლის გვერდზე მომიწევდა ჩემი მოსწავლის, სიკეთით და სიცოცხლით სავსე ანგელოზის შემზარავი ტრაგედიის პოსტის დაწერა. სანდრა მრავალი წელი ემსახურებოდა ქართულ ტრადიციებსა და კულტურას, ის ყოველთვის ანსამბლის გვერდით იდგა. მრავალი მოგზაურობა, მრავალი კონცერტი და უამრავი დაუვიწყარი წუთი აკავშირებს ჩვენს ანსამბლთან.

სანდრა შენმა ნაადრევად წასვლამ გული გაგვიხეთქა ანსამბლის თითოეულ წევრს და მშობლებს.

მუდამ დარჩები ჩვენს გულებში. ვუსამძიმრებთ სანდრას მშობლებს, ახლობლებსა და მეგობრებს. უფალმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. მშვიდად იძინე სანდრა“, - აღნიშნულია წერილში.

16 წლის სანდრა შარაშიძე 13 აგვისტოს, მატარებლის შეჯახების შედეგად დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×