რეზონანსი
14.08.2026

რუმინული კურორტის სანაპიროზე დრონის ნამსხვრევები იპოვეს, ხალხი ევაკუირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, რუმინულ საკურორტო ქალაქ სატურნის სანაპიროზე ხალხის ევაკუაცია მოხდა მას შემდეგ, რაც ადგილზე სამხედრო დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.

დრონის ნამსხვრევები მაშველებმა აღმოაჩინეს, რომლებმაც დაუყოვნებლივ დარეკეს სასწრაფო დახმარების სამსახურში. ადგილზე იმყოფებიან პოლიციელები, ჟანდარმები და კონსტანტას ოლქის საგანგებო სიტუაციების ინსპექციის თანამშრომლები.

შემოწმების დასრულებამდე ადგილიდან ტურისტების ევაკუაცია მოხდა.

ამ დროისთვის არაფერია ცნობილი დრონის ნამსხვრევების წარმოშობის შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, შავი ზღვის ტალღებმა სანაპიროზე გამოიტანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×