რეზონანსი
14.08.2026

სკანდალური ჩვენება საქალაქო სასამართლოში - ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი სისტემურ დანაშაულზე ალაპარაკდა. რომეო მიქაუტაძემ საკუთარი თავი ფაქტობრივად სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოაცხადა. პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურ რეჟიმში ჩართულმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა სასამართლოს წინაშე რეზონანსული დეტალები გაასაჯაროვა. მსჯავრდებულმა მიქაუტაძემ აღიარა, რომ წლების განმავლობაში მაღალი პოლიტიკური და თანამდებობრივი გავლენების გამოყენებით, ბიზნესსექტორის ტერორსა და სისტემურ ფულის გამოძალვაში თავადაც აქტიურად მონაწილეობდა.

რომეო მიქაუტაძემ, რომელიც სუს-ის ყოფილი ბოსის სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, დღეს ლილუაშვილს ქრთამის აღებაში ხელი პირდაპირ დაადო. იქაუტაძის თქმით, ის თავად დადიოდა ბიზნესმენებთან და „სახელმწიფო ინტერესების დაცვის“ საბაბით მათ დიდი ოდენობით ფულს სთხოვდა. რაც მთავარია, როგორც მიქაუტაძე აცხადებს, თანხის მიღების შემდეგ მთელი ეს ქეში ფული ჩემოდნებით გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა. 

დამძიმდება თუ არა სკანდალური აღიარების შემდეგ რომეო მიქაუტაძის ბრალი? —  თავად მსჯავრდებული პირი ამტკიცებს, რომ დანაშაულებრივ სქემაში ერთ-ერთი მთავარი პირი თავად იყო. ლილუაშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მიქაუტაძის მხრიდან სკანდალური აღიარება ნიშნავს იმას, რომ 10-წლიან პატიმრობაში მყოფი ექს-მაღალჩინოსანი საპროცესო გარიგებას ლილუაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების სანაცვლოდ ელოდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×