რეზონანსი
14.08.2026

ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად დაღუპული მძღოლი მარტვილის მკვიდრი ახალგაზრდაა.  სოფელი ნახურცილავო დედისერთა ბიჭს დავით კაკულიას გლოვობს.

„როგორ გამწარდა ოჯახი გამისკდა გული. ვაიმე შენს დედას, რატომ უფალო...

დათუჩა ჩემო სასწაულო, რატო წახვედი ასე უდროოდ რატო“, - წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შედეგად მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. დავით კაკულია იქვე დაიღუპა.

წყარო: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×