რეზონანსი
14.08.2026

14 აგვისტოს, ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, დაღუპული გმირების მისია აუცილებლად აღსრულდება და პრაგმატული სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, აფხაზ თანამემამულეებთან ერთად ერთიან საქართველოში თანაცხოვრება შესაძლებელი გახდება.

„მათი სახელი მარადიულია და კიდევ ბევრ თაობას გაზრდის ღირსეულად. ჩვენ ამის გვჯერა, ჩვენ ამის გვწამს. სწორედ ჩვენი სამთავრობო, პრაგმატული, სამშვიდობო პოლიტიკის საფუძველზე, მჯერა, რომ ეს იდეა და მისია, რისთვისაც ამ ადამიანებმა თავი მიუძღვნეს საკუთარ სამშობლოს, აუცილებლად იქნება აღსრულებული და ჩვენ შევძლებთ აფხაზ თანამემამულეებთან ერთად ერთიან საქართველოში თანაცხოვრებას“, - აცხადებს გიორგი ჯინჭარაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×