რეზონანსი
13.08.2026

საქართველოში მძღოლს მართვის მოწმობაზე ყოველწლიურად 100 ქულა ენიჭება. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში ქულები აკლდება და კონკრეტულ დარღვევაზე დასაკლებ ქულათა რაოდენობა დარღვევის სიმძიმის მიხედვით განსხვავებულია.

ამასთან, მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა შემოიღეს, კონკრეტულ დარღვევებზე დასაკლებ ქულათა რაოდენობა რამდენჯერმე შეიცვალა. მათ შორის, 2026 წელს გამკაცრდა სანქციები უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის, სიჩქარის გადაჭარბების, მობილური ტელეფონით სარგებლობის, მანევრირების წესების დარღვევის, ტროტუარზე მოძრაობისა და ავტობუსის ზოლში მოძრაობის შემთხვევებში.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, დღეს მოქმედი წესით, რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა აკლდება მძღოლს:

უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა - 10 ქულა;

სიჩქარის დადგენილი ზღვრის 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 50 კმ_სთ-ით გადაჭარბება - 10 ქულა;

სიჩქარის დადგენილი ზღვრის 50 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება - 20 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვისას მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა - 15 ქულა;

მანევრირების წესების დარღვევა - 20 ქულა;

სატრანსპორტო საშუალებით ტროტუარზე მოძრაობა - 30 ქულა;

ავტობუსის ზოლში მოძრაობა - 15 ქულა, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - 30 ქულა;

საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილ ავტობუსის ზოლში მოძრაობა - 20 ქულა, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - 30 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში - 30 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლზე შემოწმებისთვის თავის არიდება - 40 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში - 40 ქულა;

სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც დასაშვებ ზღვარზე მეტად აბინძურებს გარემოს - 10 ქულა;

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო ნაგებობის ან სხვა ქონების დაზიანება, ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - 25 ქულა.

ბიზნესპრესნიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×