რეზონანსი
13.08.2026

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მიკროავტობუსის მძღოლი ქობულეთის კლინიკაში, საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი დაკავებულია, თუმცა ამ ეტაპზე იზოლატორში მისი გადაყვანა ვერ ხდება, რადგან კლინიკაში, საჭირო სამედიცინო პროცედურები უტარდება.

ცნობისთვის, გვიან ღამით გომის მთაზე მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ქართველმა მძღოლმა ტრანსპორტიდან გადახტომა მოასწრო.

შემთხვევის შედეგად 17 ბელარუსი ტურისტი დაშავდა, ოთხი ადამიანი კი ადგილზე დაიღუპა. დაშავებულთა შორის ექვსი ბავშვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×