რეზონანსი
13.08.2026

2024 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში უმ­ძი­მე­სი ავა­რი­ის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ დები, ნი­ა­კო და თა­თუ­ლი ჯერ კი­დევ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში არი­ან. უმ­ძი­მე­სი ავ­ტო­ა­ვა­რია 2024 წლის 12 ოქ­ტომ­ბერს, ოსი­ა­უ­რი-ხა­შუ­რის მო­ნაკ­ვეთ­ზე მოხ­და. 15 წლის ნი­ა­კოს და 8 წლის თა­თუ­ლის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი იმ დროს და­ე­ჯა­ხა, როცა ბავ­შვე­ბი ექ­სკურ­სი­ის "მარ­შრუტ­კი­დან" ჩა­მო­ვიდ­ნენ და გზა­ზე გა­დას­ვლას ცდი­ლობ­დნენ.

გო­გო­ნე­ბის დედა, სო­ფიო ხარ­ში­ლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პე­რი­ო­დუ­ლად ავ­რცე­ლებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას გო­გო­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. ისი­ნი უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში, სახ­ლში არი­ან და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის პრო­ცესს გა­დი­ან.

ავა­რი­ა­ში მო­ნა­წი­ლე მძღო­ლი ამ დრომ­დე არ იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, რო­მელ­საც გო­გო­ნე­ბის დედა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ელო­დე­ბო­და, გუ­შინ გა­ი­მარ­თა.

გო­რის სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, ლე­ვან დარ­ბა­ი­ძემ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და 4.6-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს მძღოლს, რო­მე­ლიც ხა­შურ­ში მან­ქა­ნით ორ მო­ზარდს და­ე­ჯა­ხა.

"12 აგ­ვის­ტო. ჩემი გო­გო­ე­ბის სა­მარ­თალ­მა პური ჭამა. უდი­დე­სი მად­ლო­ბა ლე­ვან დარ­ბა­ი­ძეს მო­სა­მარ­თლემ, რო­მელ­მაც მარ­თლაც რომ სა­მარ­თლი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­კე­ბა მი­ი­ღო. 4 წელი და 6 თვე. 

პრო­კუ­რო­რი, ქალ­ბა­ტო­ნი შო­რე­ნა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი. ორი­ო­დე სი­ტყვას ვი­ტყვი. რო­გორც თა­ვი­სი საქ­მის მარ­თლაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი.ასე­ვე ადა­მი­ა­ნი ქალი და დედა სა­მა­გა­ლი­თო და კი­დევ და კი­დევ გე­ტყვი ვა­მა­ყობ თქვე­ნი გვერ­დში დგო­მის­თვის და მარ­თლაც ფას­და­უ­დე­ბე­ლი შრო­მის­თვის.

ბოლო წუ­თამ­დე ნი­ა­კოს და თა­თუ­ლის ადა­ნა­შა­უ­ლებ­და ავა­რი­ა­ში. ბავ­შვებს აბ­რა­ლებ­და ბოლო წუ­თამ­დე რომ და­ე­ჯა­ხა. ყვე­ლა ბრძო­ლას სა­მარ­თლი­ა­ნად მო­ვი­გებ. ეს იქ­ნე­ბა ამ­ქვეყ­ნი­უ­რი თუ იმ­ქვეყ­ნი­უ­რი. ჩემი სი­მარ­თლე და ჩემი დე­დო­ბა და ქა­ლო­ბა ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სი­მა­მა­ცე და სიძ­ლი­ე­რეა" - და­წე­რა გო­გო­ნე­ბის დე­დამ სო­ფიო ხარ­ში­ლა­ძემ.

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ნა­ი­კო და თა­თუ­ლი ამ დრომ­დე გა­დი­ან რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს, რაც დიდ ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ოჯახს სჭირ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გვერ­დში დგო­მა:

პი­რა­დი ნო­მე­რი: #26001036554 (ი.ს)

BOG (სა­ქარ­თვე­ლო) ან­გა­რი­ში: GE20BG0000000605380748

TBC (თი­ბი­სი) ან­გა­რი­ში: GE88TB7011845064300097

და­ნიშ­ნუ­ლე­ბა­ში ჩა­წე­რეთ: #მზის­გო­გო­ნებს

PayPal/Wise: Imeda.sulaberidze@ciu.edu.ge

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×