რეზონანსი
11.08.2026

რუსეთმა ამერიკის მოქალაქე, რობერტ გილმანი გაათავისუფლა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.

"სიამაყით ვაცხადებ, რომ ამერიკის მოქალაქე, რობერტ გილმანი, ყოფილი აშშ-ის საზღვაო ქვეითი, სახლში ბრუნდება! ძალიან გავრცელებულ მედია ისტორიაში - რობერტი რუსეთში 2022 წელს დააპატიმრეს, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჩემი საუბრების შემდეგ, რუსეთი მის გათავისუფლებას დათანხმდა, დიდწილად ჰუმანიტარულ საფუძველზე. ვაფასებთ ამ გადაწყვეტილებას და იმ ფაქტს, რომ რუსეთმ სანაცვლოდ არავინ არ მოითხოვა - გაცვლა არ მომხდარა. რობერტი დღეს საღამოს ვაშინგტონში, ენდრიუსის საჰაერო ძალების ბაზაზე დაეშვება, სადაც ჩემი წარმომადგენლები, რომელთაგან ზოგიერთი მასთან ერთად თვითმფრინავში იმყოფება, რობერტს ამერიკის შეერთებულ შტატებში დახვდებიან. ახლახან ვესაუბრე მას და ერთი თხოვნა ჰქონდა - შესანიშნავი "ჩიზბურგერი", როცა დაეშვება. ამაზე ვიზრუნებ!

ჩემი ადმინისტრაციის დროს პრიორიტეტად ავიღეთ საზღვარგარეთ დაკავებული ამერიკელების სამშობლოში დაბრუნება და ამას აქამდე უპრეცედენტო დონეზე ვაკეთებთ, და ასობით ადამიანი მათ ოჯახებს დავუბრუნეთ. ასევე, გავათავისუფლეთ მრავალი არაამერიკელი, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტყვედ იმყოფებოდნენ," - წერს ტრამპი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×