რეზონანსი
11.08.2026

საქართველოს არ მოუკლავს არც გირგვლიანი და არც რობაქიძე, თქვენმა პარტიამ მოკლა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო ის ომი, რომელიც დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს და ქართულ მხარეს არავინ ადანაშაულებს, ავანტიურა გარე დაკვეთით ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

„ქართულ მხარეს არავინ ადანაშაულებს. ჩვენ ვადანაშაულებთ თქვენს პარტიას, მხოლოდ და მხოლოდ თქვენს პარტიას იმ ავანტიურაში, რაც ჩაიდინეს გარე დაკვეთით. საქართველოს და ქართულ მხარეს არავინ ადანაშაულებს. როდესაც თქვენმა პარტიამ მოკლა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, მაშინ საქართველოს არ მოუკლავს არც გირგვლიანი და არც რობაქიძე, თქვენმა პარტიამ მოკლა, თქვენმა რეჟიმმა. თქვენმა პარტიამ დაიწყო ის ომი, რომელიც დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×