რეზონანსი
10.08.2026

კვირას ბერლინში პირველად გაიმართა „ველოსიპედით შიშველი მსვლელობის მსოფლიო დღე“. მონაწილეების განცხადებით, ისინი თავისუფლების, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების მხარდასაჭერად გამოდიან, ამიტომაც ქალაქის ქუჩებში ტანსაცმლის გარეშე გადაადგილდებიან. გერმანული მედიის ცნობით, ამ დღის აღსანიშნავად, ბერლინის ქუჩებში ველოსიპედით ასობით ადამიანი შიშველი გადაადგილდებოდა.

ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ აქციის მიზანია ადამიანის სხეულის მრავალფეროვნების წარმოჩენა და არა ერთგვაროვნების მხარდაჭერა.

პოლიციის ინფორმაციით, ღონისძიებაში დაახლოებით 500 ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ველოტური, მიუხედავად იმისა, რომ მისი მონაწილეები დედაქალაქის ხალხმრავალ ადგილებში შიშვლები იყვნენ, მაინც შეიძლებოდა ჩატარებულიყო, რადგან მსვლელობა შეკრების თავისუფლების ფარგლებში ხვდება. 

„ჩვენ გვაქვს შეკრების საკმაოდ ფართო უფლება და ეს ღონისძიება შეკრების თავისუფლების ფარგლებში ხვდება“, - განაცხადა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელმა კათოლიკურ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×