რეზონანსი
09.08.2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის მომავალთან დაკავშირებით „მშვიდობის საბჭოს" გეგმა, რომელიც დონალდ ტრამპს ეკუთვნოდა, უარყო. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი უარს ამბობს ტრამპის მიერ შემუშავებული 15-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე და ისრაელელი სამხედროები პალესტინის ტერიტორიიდან არ გავლენ, ვიდრე დაჯგუფება „ჰამასი" სრულად არ განიარაღდება.

მან ასევე განაცხადა, რომ ვიდრე ის პრემიერ-მინისტრია, ღაზაში ან მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ომის დასრულების მისეული გეგმა, რომელზეც ისრაელი და „ჰამასი" გასულ წელს შეთანხმდნენ, წარმატებით ხორციელდება.

მედიის ცნობით, სამშვიდობო შეთანხმების მიუხედავად, ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშებს განაგრძობს.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის გეგმა ღაზაში ომის დასრულებას და ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. გეგმის მიხედვით, „ჰამასი" უნდა განიარაღდეს და აღარ მიიღოს მონაწილეობა ღაზის სექტორის მართვაში. ამასთან, ყველა მძევალი უნდა გათავისუფლდეს, სანაცვლოდ კი ისრაელმა პალესტინელი პატიმრები უნდა გაათავისუფლოს. „მშვიდობის საბჭოს" გეგმის თანახმად, ისრაელის არმია ეტაპობრივად უნდა გავიდეს ღაზიდან. მისი საბოლოო მიზანია ღაზის დემილიტარიზაცია, რეკონსტრუქცია და ეკონომიკური აღდგენა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×