რეზონანსი
09.08.2026

შეერთებულ შტატებთან ამჟამად მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. დიახ, შეტყობინებები შუამავლების მეშვეობით იცვლება , - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს არის არა მოლაპარაკება, არამედ შეტყობინებების გაცვლა.

„შუამავლები კვლავ ცდილობენ მოლაპარაკებების ხელახლა ჩასატარებლად საფუძვლის შექმნას. ჩვენი აზრით, სანამ ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევები არ შეწყდება და ამერიკა არ აანაზღაურებს მემორანდუმის დარღვევით მიყენებულ ზიანს, მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობა არ არსებობს", - აღნიშნა არაღჩიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×