რეზონანსი
09.08.2026

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებს ეწვია და მიმდინარე სარემონტო სამუშოებს გაეცნო, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებს.

განათლების სამინისტროს ცნობით, ქალაქ ბორჯომის N3 საჯარო სკოლაში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზმანის საჯარო სკოლაში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისის და სოფელ ფოკის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად განახლდება სასწავლო სივრცეები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგანმანათლებლო გარემოს.

საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით ქვეყნის მასშტაბით სკოლების მშენებლობის, სრული რეაბილიტაციისა და მცირე სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×