რეზონანსი
09.08.2026

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში, მდინარე ხობისწყალში, მაშველებმა ორდღიანი უწყვეტი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, 32 წლის ქალის, ელენე სახეიშვილის ცხედარი იპოვეს.

"ჩემს თვალწინ გაიზარდე ელე. დუტო, დუტო, დუტოლას მეძახდი პატარა რომ იყავი. ცურვაც იქ ისწავლე, სადაც დაასრულე ყველაფერი ხორციელი ცხოვრებიდან. ლაზარეს გადარჩენისთვის იბრძოლე... ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან. მთელი საქართველო გგლოვობთ შენ და ლაზარეს..." - წერს დაღუპული დედა-შვილის ახლობელი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 6 აგვისტოს მდინარე ხობისწყალში დინებამ დედა-შვილი გაიტაცა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარეში შევიდა და დინებამ გაიტაცა. დედა მის დახმარებას შეეცადა, თუმცა ძლიერმა დინებამ ისიც გაიტაცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×