რეზონანსი
08.08.2026

პირველი ინტერვიუ სასტიკად ნაცემ კურიერთან. ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ მასზე ანგარიშსწორებას არასრულწლოვანთა დაჯგუფება ტელეფონით იღებდა. დავით დვალიშვილი ამბობს, რომ მას ზურგიდან მიეპარნენ და იმის გამო გაუსწორდნენ, რომ მან შეკვეთის ადგილზე მიტანის შემდეგ ტელეფონზე დარეკა.

დვალიშვილის თქმით, სავარაუდოდ მოძალადეები ფიქრობდნენ რომ კურიერი პოლიციაში რეკავდა.

„როდესაც ტელეფონზე ვსაუბრობდი, მოვიდნენ ჩვენთან - „პოლიციაში დაგვასმინეო, ჩაგვიშვიო“. როცა წამოვედი, დამამცირებელ ტონს მოუმატეს. ამოიღეს ტელეფონი და მგონი, გადაღებაც დაიწყეს (გაანათა ტელეფონმა). მივხვდი, რომ საქმე სერიოზულად იყო. დიდი ალბათობით, იქ კარგს არაფერს მალავდნენ ან ეძებდნენ, დანამდვილებით არ ვიცი.

ტელეფონი რომ ამოვიღე, მართლა ვაპირებდი 112-ში დარეკვას, რამდენიმემ გაქცევა სცადა. ერთმა, რომელიც გვერდით მომყვებოდა, ტელეფონი წამართვა. ზურგს უკან ლაჩრულად მომეპარნენ და თავს დამესხნენ. ასფალტზე თავი მრავალჯერ დამარტყმევინეს, მირტყეს მუშტები. ფოტოები რაც ვნახე, ყველა ამოვიცანი“, - განაცხადა დვალიშვილმა. 

დავით დვალიშვილს თავს გუშინ ღამით, საბურთალოზე დაესხნენ. ხუთი მოზარდიდან, ამ დრომდე, არცერთი დაკავებული არ არის. მათ დასჯას დაზარალებული ითხოვს, რომელსაც ჯერ კიდევ ეტყობა ძალადობის კვალი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×