რეზონანსი
08.08.2026

დღეს ერთად ვიხსენებთ ყველას, ვინც 2008 წლის ომში დაიღუპა, ჯარისკაცებსა თუ მშვიდობიან მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც საელჩო აღნიშნავს, გერმანია საქართველოს გვერდით დგას.

„დღეს ერთად ვიხსენებთ ყველას, ვინც 2008 წლის ომში დაიღუპა, ჯარისკაცებსა თუ მშვიდობიან მოქალაქეებს. ათასობით ქალმა, მამაკაცმა და ბავშვმა იძულებით დატოვა საკუთარი სახლი და დაკარგა სამშობლო. ბევრისთვის ომი ჯერაც არ დასრულებულა, არსად გამქრალა დანაკარგი და ტკივილი, რადგან ისინი ვერ ბრუნდებიან, მათ დაკარგეს საყვარელი ადამიანები და გადატანილი ტკივილი და მოგონებები მათ დღემდე თან სდევს.

გერმანია საქართველოს გვერდით დგას. ჩუმ მწუხარებაში ჩვენი ფიქრებით ვართ მსხვერპლთა ოჯახებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვისთვისაც ომის შედეგები დღემდე მტკივნეულ განცდად რჩება“, - წერს გერმანიის საელჩო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×