რეზონანსი
08.08.2026

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ბექა დავითულიანმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ზურაბ ჩიკვილაძემ და საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თბილისის საკრებულოს წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განაცხადა, დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. ბექა დავითულიანის თქმით, ქართველმა სამხედროებმა რუსეთის აგრესიას თავგანწირული წინააღმდეგობა გაუწიეს და სამშობლოსთვის სიცოცხლე დათმეს.

„დღეს ჩვენ, აქ, ყველანი შევიკრიბეთ იმისთვის, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად გმირულად დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მივაგოთ და მათ წინაშე ქედი მოვიხაროთ. 2008 წელს ჩვენ ვნახეთ, თუ როგორი თავგანწირვით იბრძოდნენ ქართველი მებრძოლები სამშობლოს დასაცავად. ამ ომმა დაგვიტოვა ბევრი გმირის სახელი და დაგვაკისრა პასუხისმგებლობა, რომ ერთი ნაბიჯით არ დავიხიოთ უკან ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე ზრუნვისას და მშვიდობით შევძლოთ საქართველოს გაერთიანება“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×