რეზონანსი
08.08.2026

თარიღებით მანიპულაცია და ჟონგლიორობა არის გამორჩეული ნიშა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“, აგენტურა არის გამორჩეული. იგივე ხაზია, რაც 7 იანვარი თუ 25 დეკემბერი, 8 მაისი თუ 9 მაისი, 7 აგვისტო თუ 8 აგვისტო. სპეციალურად გარედან შემოგდებული საკითხებია, რომ საზოგადოება ვერ შეთანხმდეს მთავარ საკითხებზეც კი, გადაიფაროს მთავარი საკითხი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა.

მისი თქმით, კითხვა იმაში კი არ მდგომარეობს, როდის დაიწყო ომი, არამედ რატომ დაიწყო ომი.

„ომი არ იქნებოდა, მაშინ საქართველოს ხელისუფლებაში რომ არ ყოფილიყო სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმი. ხელისუფლებაში მაშინ „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ძალა რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა ომი, არ იქნებოდა ნგრევა, არ იქნებოდა მსხვერპლი. 2008 წლის ომი თუ არ იქნებოდა, დიდი ალბათობით, არც უკრაინის ომი იქნებოდა. ეს არის მთავარი კითხვა, რომლისგან გაქცევა უნდათ, რომ მაშინ საქართველო გახდა გეოპოლიტიკური დაპირისპირების ჭადრაკის დაფაზე გასაწირი პაიკი, რომელსაც თავისი ფუნქცია უნდა შეესრულებინა. ასეთი ფუნქცია დაგვაკისრეს მაშინ მარიონეტული რეჟიმის ხელით. ჩვენ უნდა ვყოფილიყავით დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში გასაწირი პაიკი და პირიქით, 2022 წელსაც ზუსტად იგივე სიტუაცია იყო. 2022 წელს ვიღაცას უნდოდა, ჩვენ კვლავ პაიკი გამხდარიყავით, კვლავ შევსულიყავით სამხედრო დაპირისპირებაში და ომში, მაშინ, როდესაც ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიოში შემდეგ ყველაზე დიდი კონფლიქტი და ომი დაიწყო. 2022 წელს, „ქართული ოცნების“ ნაცვლად ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ეს აქტივისტი პოლიტიკური წარმონაქმნები, „ნაციონალური მოძრაობის“ და დღევანდელი ამ აქტივისტი ჯგუფების სახით, აუცილებლად იქნებოდა ომი და დღეს ჩვენ ვიქნებოდით უკვე ნაომარი, დანგრეული ქვეყანა. ამიტომ მთავარი საკითხია არა ის, როდის დაიწყო ომი, არამედ რატომ დაიწყო ომი, რატომ შეიყვანა სააკაშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა საქართველო ომში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×