რეზონანსი
07.08.2026

„დედაქალაქში მიმდინარე სამშენებლო პროცესების შეფასება, როგორც „უკანონო ქაოტური მშენებლობებისა“,  არასწორია და რეალობას არ შეესაბამება“, - აღნიშნულის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ კახეთელიძემ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებით უხერხულია, როდესაც ამ საკითხზე თავად საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ.

„დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა მიღებული და დამტკიცებულია თბილისის საკრებულოს მიერ და ყველა ცვლილება ისევ საკრებულოს მიერ მიიღება, განხილვასა და კენჭისყრაში კი ყველა დეპუტატი მონაწილეობს, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებიც. კენჭისყრის დროს თავის შეკავებაც მონაწილეობაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ ისეთ საკითხებზე, რომელთა არსი ან სათანადოდ ვერ გაუგიათ, ან საზოგადოებას შეგნებულად აწვდიან არასწორ ინფორმაციას.  თბილისში მიმდინარე ნებისმიერი მშენებლობა კანონიერი საფუძვლით ხორციელდება. იმის თქმა, რომ დედაქალაქში ქაოტური მშენებლობები მიმდინარეობს, არასწორია. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა არსებობდეს გადაცდომები, თუმცა ასეთ ფაქტებზე თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად რეაგირებენ და კანონის შესაბამისად უზრუნველყოფენ მათ გამოსწორებას“,  -  განაცხადა ნიკოლოზ კახეთელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×