რეზონანსი
07.08.2026

რიტორიკა, რასაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებენ, არის დავალება ქვეყნის ფარგლებს გარედან, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.

მისი თქმით, ღიად ამაზე ოპოზიცია არ საუბრობს, თუმცა ზოგჯერ განცხადებები გაექცევათ ხოლმე.

„ღიად არ საუბრობენ, მაგრამ ზოგჯერ განცხადებები გაექცევათ ხოლმე. რეალურად ის რიტორიკა, რასაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებენ, არის დავალება ქვეყნის ფარგლებს გარედან. სხვადასხვა ნაბიჯი, რასაც დღეს დგამენ, არის სწორედ ნაკარნახევი ქვეყნის ფარგლებს გარედან. ეს არის ჩვენთვის იმის მოტივაცია, რომ დღევანდელ დღეს მათ არა ოპოზიციას, არამედ ჩვეულებრივ აგენტურას ვუწოდებთ“, - აღნიშნა შალამბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×