რეზონანსი
07.08.2026

ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა მკაცრი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გიგი წერეთელი პასუხობს და ამბობს, რომ არ ახსოვს მაშინ რუსეთის მიმართ ვინმეს რბილი განცხადებები გაეკეთებინოს.

საუბარია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წერილზე, რომელშიც ის ხაზს უსვამს, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდა.

„მე არასდროს მახსოვს, მე პირადად, ან ჩემს ირგვლივ რბილი განცხადებებით რომ გამოირჩეოდა ვინმე [რუსეთის მიმართ]. იყო ისტორიული პერიოდი, როდესაც მთელი მსოფლიო ფიქრობდა ამას“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×