რეზონანსი
06.08.2026

დღეს ვიმგზავრეთ მატარებლით, რომელიც ახალი სიჩქარით მოძრაობს, მანამდე მგზავრობის დრო იყო 5,5 საათი და მგზავრობის დრო ახლა არის 4 საათამდე შემცირებული, რაც მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის, ტურისტული კუთხითაც მნიშვნელოვანია ეს ცვლილება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში ძალიან ბევრი რეფორმა გატარდა.

„მე კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა და ეს ცვლილება, რაც შეეხო სამგზავრო მატარებელს, არის ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოხატულება. კიდევ ძალიან ბევრი რამ არის დაგეგმილი რკინიგზის განახლების მიმართულებით, რაზეც საზოგადოებას პერიოდულად ვაწვდიდით ინფორმაციას და ყველა ეს რეფორმა და ცვლილება აუცილებლად იქნება სათანადო ვადებში განხორციელებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×