რეზონანსი
06.08.2026

Antonov-ის ტიპის უკრაინული თვითმფრინავი, რომლის მახლობლად გუშინ ლაიფციგის „ჰალეს“ აეროპორტში დრონი ასაფეთქებელი მოწყობილობით აღმოაჩინეს, იარაღით იყო დატვირთული. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის კონფიდენციალური ანგარიშის მიხედვით, საბრძოლო მასალა, სავარაუდოდ, ცოტა ხნის წინ საფრანგეთიდან ლაიფციგში გადაიტანეს და შემდეგი გადაზიდვისთვის იყო განკუთვნილი. უცნობია, თუ სად უნდა გადაეტანა თვითმფრინავს შეიარაღება.

უცნობია ისიც, თუ ვინ დგას სავარაუდო თავდასხმის მცდელობის უკან. როგორც გერმანული მედია აღნიშნავს, ლაიფციგის აეროპორტის გავლით ნატოს სამხედრო გადაზიდვები ხორციელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×