რეზონანსი
06.08.2026

ანასტასია ბერუაშვილი არის გოგონა, რომელმაც იცოდა, რომ გიგაზე თავდასხმას აპირებდნენ და იცოდა, რომ თავს დაესხნენ და გაითიშა. ის ამას ჩვენებაშიც აფიქსირებს, რომ ყველაფერი იცოდა, - ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე „პალიტრავიდეოსთან“ საუბარში აცხადებს.

მისივე თმით, ანასტასია ბერუაშვილისთვის თავდასხმამდეც და თავდასხმის შემდეგაც ცნობილი იყო ყველაფერი.

„ანასტასია ბერუაშვილმა იცოდა, რომ გიგას დაესხმებოდნენ თავს და იმ ღამესვე, ვიდრე ექიმი დაუსვამდა დიაგნოზს, მანამ იცოდა ანასტასია ბერუაშვილმა, რომ გიორგი რიკაძემ და ალექსანდრე გაბაშვილმა იძალადეს გიგაზე და გიგა გაითიშა. ანასტასია ბერუაშვილი არის გოგონა, რომელმაც იცოდა, რომ გიგაზე თავდასხმას აპირებდნენ და იცოდა, რომ თავს დაესხნენ და გაითიშა. სხვათა შორის, ის ამას ჩვენებაშიც აფიქსირებს, რომ ყველაფერი იცოდა“, - განაცხადა ეკა კუპატაძემ.

მან ასევე ისაუბრა ნია იმნაძის დაკავებაზეც და განაცხადა, რომ ჯერ საქმის მასალები არ აქვს და არ იცის კონკრეტულად, რა ახალი მტკიცებულებები გახდა ნია იმნაძის დაკავების საფუძველი.

„საქმის მასალები ჯერჯერობით გადმოცემული არ მაქვს, თუმცა მთელმა საქართველომ იცის, რომ მე აქტიურად ვთანამშრომლობდი პროკურატურასთან გამოძიების განმავლობაში და ვიცოდი, რომ ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაციები აღდგა. „მეტასთან“ თანამშრომლობდა პროკურატურა, სახლში იყო ფარული მოსასმენი აპარატურა, რა მასალებიც ექსპერტიზისთვის იყო გადაცემული. ნია იმნაძის ტელეფონიდან საკმაოდ ბევრი მასალაა აღდგენილი. მაგრამ სავარაუდოდ, ახალი მტკიცებულებებიც გაჩნდა, რაც ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა, თუმცა ზუსტად რა ფორმით, როგორ არის და რა მტკიცებულებაა, მე ჯერ ეს ხელთ არ მაქვს“, - განაცხადა ეკა კუპატაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×