რეზონანსი
06.08.2026

მასწავლებელ გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოდან ზაჰესის დროებითი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

მედიკოსებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ დეტალებზე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. “ინტერპრესნიუსს” სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ ის განუცხადეს, რომ ნია იმნაძეს “საჭირო მკურნალობა უტარდებოდა”.

ნია იმნაძე შეუძლოდ მაშინ გახდა, როდესაც აკავებდნენ.

მანამდე, ნია იმნაძის ადვოკატმა გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ იმნაძის სახლთან მობილიზებული იყო პოლიცია და ადგილზე ხმაურიც იყო.

არსებული ინფორმაციით, ნია იმნაძე სისხლის სამართლის კოდექსის 25/117 მუხლი მესამე “ლ” ქვეპუნქტით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×