რეზონანსი
05.08.2026

გიორგი ბარამიძემ ცილი დასწამა და ტყვეების დამხვრეტებად გამოიყვანა 90-იან წლებში აფხაზეთში მეომარი ქართველი ჯარისკაცები, – ამის შესახებ ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში წერს.

კობა ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში აზიარებს გიორგი ბარამიძესთან დაკავშირებით აფხაზეთის ომის ვეტერან მალხაზ თოფურიას პოსტს და აღნიშნავს:

„ისტორია, რომელსაც მალხაზ თოფურია იხსენებს, ვიცოდით ყველამ, ვინც 1992-1993 წლებში შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ პრესცენტრში ვმუშაობდით! მაგრამ საკუთარი თავისთვის არასდროს მიგვიცია უფლება, გიორგი ბარამიძისთვის ეს ამბავი გაგვეხსენებინა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ ნაძირალამ ცილი დასწამა და ტყვეების დამხვრეტებად გამოიყვანა 90-იან წლებში აფხაზეთში მეომარი ქართველი ჯარისკაცები, მას თავის მისამართით ბევრი რამის მოსმენა და ბევრ შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა!“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×