რეზონანსი
05.08.2026

თბილისში უნგრელი ჟურნალისტი, ლასლო რობერტ მეზეში დააკავეს.

როგორც მისმა ადვოკატმა თორნიკე ჯანელიძე აცხადებს, რობერტ მეზეში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

ადვოკატის თქმით, ჯერ საქმის მასალებს არ იცნობს, შესაბამისად, მისთვის დაზუსტებით უცნობია, რა გახდა უშაულოდ დაკავების მიზეზი. მისივე განცხადებით, სავარაუდოდ, დაკავება ქვეყანაში ყოფნის ვადების დარღვევას უკავშირდება.

მანამდე ჟურნალისტის დაკავების შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატმა მარიკა არევაძემ დაწერა. მისი ინფორმაციით, ჟურნალისტი საქართველოში ლეგალურად იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×