რეზონანსი
05.08.2026

უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მიწოდება 2025 წელთან შედარებით სამჯერ შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ პარტნიორებს მარაგები კვლავ აქვთ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ შეხვედრა გამართა თავდაცვის სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურის, სამხედრო დაზვერვისა და პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენლებთან.

პრეზიდენტმა მოისმინა მთავარსარდლის, მიხაილო დრაპატის, გენერალური შტაბის უფროსის, იგორ სკიბიუკისა და თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ევგენი ხმარას ანგარიშები ფრონტზე არსებულ ვითარებასა და მომარაგების ძირითად საჭიროებებზე.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განსაზღვრეს დამატებითი ზომები მთელი უკრაინის მასშტაბით კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვის გასაძლიერებლად.

„სამწუხაროდ, ჩვენი პარტნიორებისგან ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდება წელს მნიშვნელოვნად შემცირდა. მოწოდებული საჰაერო თავდაცვის რაკეტების რაოდენობა 2025 წელთან შედარებით სამჯერ შემცირდა. და ეს ეხება არა მხოლოდ ზაფხულის პერიოდს - ეს ეხება 2026 წლის მთელ პირველ ნახევარს. ჩვენს პარტნიორებს ეს რაკეტები აქვთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიწოდება და დაჩქარდეს წარმოების პროცესები, მათ შორის უკრაინაში წარმოების საკითხი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×