
შეხვედრების ყველა ფორმატისთვის ვართ მზად, იმედი გვაქვს, რომ უიტკოფი და კუშნერი აქტიურები იქნებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ყოველ დღე გვაქვს კონტაქტები პრეზიდენტი ტრამპის წარმომადგენლებთან, ეს მნიშვნელოვანია. ვაშინგტონში შეხვედრაზე იმაზე ვსაუბრობდით თუ როგორ შევქმნათ ახალი პირობები რეალური დიპლომატიისთვის. ამ ყველაფრის რეალიზებას ვეცდებით.
ბუდანოვი, უმეროვი, არახამია, კისლიცა ანგარიშებს მაბარებდნენ - ყოველი მათგანი სამომლაპარაკებლო პროცესის თავის ელემენტებზე - იმის თაობაზე თუ რა ეტაპზე იმყოფება მოლაპარაკებები და მოსკოვში როგორ უყურებენ მოლაპარაკებებს.
შეხვედრების ყველა ფორმატისთვის ვიქნებით მზად, იმედი გვაქვს, რომ ახლა, აგვისტოში, უიტკოფი და კუშნერი აქტიურები იქნებიან", - განაცხადა ზელენსკიმ.