რეზონანსი
04.08.2026

აჭა­რა­ში მცხოვ­რე­ბი 60 წლის აბი­ტუ­რი­ენ­ტი ინგა ბაგ­რა­ტი­ო­ნი გა­მოც­დე­ბის შე­დე­გე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო სუ­ლაც არ არის და ელო­დე­ბა სტუ­დენ­ტო­ბას ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

„ჩემი ქუ­ლე­ბი, რა თქმა უნდა, არ არის უმაღ­ლე­სი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სპონ­ტა­ნუ­რად მი­ვი­ღე, როცა რე­გის­ტრა­ცია უკვე მთავ­რდე­ბო­და. "რა­ტო­მაც არა?“ - ვთქვი და რე­გის­ტრა­ცია ბოლო დღე­ებ­ში გა­ვი­ა­რე.

ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში მი­ვი­ღე 52 ქულა 60-დან.

ის­ტო­რი­ა­ში, რო­მელ­საც სკო­ლის შემ­დეგ არ შევ­ხე­ბი­ვარ - 35 ქულა 60-დან.

რუ­სულ­ში მი­ვი­ღეთ 70-დან 70 ქულა.

ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში - 70-დან 60 ქულა.

ჩემ­მა გო­გომ რომ გა­ი­გო, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვა­ბა­რებ­დი, თავ­ში ხე­ლე­ბი წა­ი­ში­ნა! ჩემ­მა ვაჟ­მა კი თქვა: „დედა, ექ­ვსი შვი­ლიშ­ვი­ლის პატ­რო­ნის­თვის ახლა სტუ­დენ­ტო­ბის დრო არი­სო?“ ვუ­თხა­რი, რა­ტო­მაც არა-მეთ­ქი. ახლა ჩუმ-ჩუ­მად გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ... მოკ­ლედ, ვცხოვ­რობ ჩაქვში, გავ­თხოვ­დი ჩაქვში­ვე და აქვე დავ­ბერ­დი (არც ისე დიდი ხნის წინ, ჩაქ­ვი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლად ბა­თუმს მი­ა­კუთ­ვნეს). აქ და­ვამ­თავ­რე ქარ­თუ­ლი სკო­ლა. ჩვენს ახალ­გაზ­რდო­ბა­ში, იყო ე.წ. ლი­მი­ტე­ბის სის­ტე­მა და სწო­რედ ამ ლი­მი­ტით მო­მი­წია მინ­სკის პე­და­გო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლა რუ­სუ­ლი ფი­ლო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. როცა ინ­სტი­ტუ­ტი და­ვამ­თავ­რე, ჩემი ფსი­ქო­ლო­გი­ის პე­და­გო­გი მთხოვ­და, ლექ­ტო­რად დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი და სწავ­ლა ფსი­ქო­ლო­გი­ის ხა­ზით გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა... დე­და­ჩე­მი უგა­ნათ­ლე­ბუ­ლე­სი ადა­მი­ა­ნი იყო და, რა თქმა უნდა, უპი­რო­ბოდ სურ­და, რომ გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო, მაგ­რამ რო­დე­საც საქ­მე ას­პი­რან­ტუ­რა­ში დარ­ჩე­ნა­ზე მიდ­გა, უარი თქვა: „გეყო, რაც ის­წავ­ლეო“. ჰოდა, მეც ჩა­მო­ვე­დი და ოჯა­ხი შევ­ქმე­ნი. და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა ჩაქ­ვის რუ­სულ სკო­ლა­ში, რად­გან გა­ნათ­ლე­ბით რუ­სუ­ლი ფი­ლო­ლო­გი ვარ. მყავს ორი შვი­ლი - ქალ-ვაჟი, მათ­გან კი - ექ­ვსი შვი­ლიშ­ვი­ლი (სამი გო­გოს­გან და სამი ბი­ჭის­გან). 20 წელი ვმუ­შა­ობ­დი ჩაქ­ვის სკო­ლა­ში. ერთი პე­რი­ო­დი პირ­ვე­ლი (ქარ­თუ­ლი) და მე­ო­რე (რუ­სუ­ლი) სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი გა­ერ­თი­ან­და - მა­შინ რუ­სულ სექ­ტორ­ზე მოს­წავ­ლე­თა ნა­კა­დი ძა­ლი­ან მცირ­დე­ბო­და. გარ­კვე­უ­ლი ხანი ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სკო­ლის დი­რექ­ტო­რიც ვი­ყა­ვი, ისე კი, ყო­ველ­თვის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ ვმუ­შა­ობ­დი.

ზო­გა­დად, ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბის ოჯა­ხი­დან ვარ - ბი­ძა­ჩე­მი აჭა­რის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი იყო, გვარ­ში ყვე­ლა­ნი ვცეკ­ვავთ. ჰოდა, ქო­რე­ოგ­რა­ფი ბიძა და­კა­ვე­ბუ­ლი იყო ამ სა­კი­თხით და არ­ქი­ვებ­ში კვლე­ვით. სა­ბო­ლო­ოდ იქამ­დე მი­ვე­დით, რომ გა­ირ­კვა - ქუ­თა­ი­სე­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი ვართ. არ­სე­ბობს ასე­თი ლე­გენ­დაც: ერთ-ერთ უფ­ლის­წულს ხალ­ვა­შის ქალი შეჰ­ყვა­რე­ბია. ოჯახს უთ­ქვამს, აჭა­რი­დან ცოლს ვერ მო­იყ­ვა­ნო - იმ დროს აჭა­რა სა­ქარ­თვე­ლოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ შე­დი­ო­და. ისიც წა­მო­სუ­ლა და სო­ფელ სა­ხალ­ვა­შო­ში და­სახ­ლე­ბუ­ლა. სწო­რედ აქე­დან ვართ წარ­მო­შო­ბით. ვა­მა­ყობ ჩემი გვა­რით, თუმ­ცა მახ­სოვს, რომ „დრო­ნი მე­ფო­ბენ და არა მე­ფე­ნი“ - გვა­რი არა­ნა­ირ ინ­დულ­გენ­ცი­ას არ გაძ­ლევს, უბ­რა­ლოდ, ცდი­ლობ, ღირ­სე­უ­ლად ატა­რო..." - განუცხადა "ამბებს" 60 წლის აბიტურიენტმა.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×