რეზონანსი
03.08.2026

ზღაპრებს ნუ დაიჯერებთ, უკრაინა ნატო-ს წევრი ვერასდროს გახდება. შესაბამისი განცხადება დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვალერი ზალუჟნიმ კიევში, ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ნატო-ს ძალიან კარგად ვიცნობ. 12 წელი ვმუშაობდი იმაზე, რომ ნატო-ს სტანდარტები დაგვენერგა და ყოველ წელს ვუსმენდი ზღაპრებს იმის შესახებ, რომ აი, სულ მალე ნატო-ში შევიდოდით. სამწუხაროდ, ჩვენ მასში ვერასდროს გავწევრიანდებით“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

მისი თქმით, „შეუძლებელია უკრაინის შეიარაღებული ძალების განვითარების არსებული დონით შეუერთდე იმ ორგანიზაციას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დოქტრინებით ხელმძღვანელობს“.

„სავარაუდოდ, ნატო იმავე სახით დარჩება, როგორიც არის და 12 წელი გავა, ვიდრე უკრაინა იმ სტანდარტებს მიაღწევს, რომელიც აუცილებელია, რათა რუსეთის ფედერაციის დონის მინიმუმ ნახევარს მაინც გაუთანაბრდეს“, - აღნიშნა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×