რეზონანსი
03.08.2026

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ბრძანებულება აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოლგა სტეფანიშინას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

დოკუმენტში ამ გადაწყვეტილების მიზეზები მითითებული არ არის, თუმცა სტეფანიშინას სავარაუდო გადადგომის შესახებ უკრაინულ პოლიტიკურ წრეებში ბოლო დღეებში აქტიურად მსჯელობდნენ.

ელჩის პოსტზე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილ მდივანს, რუსტემ უმეროვს მოიაზრებდნენ, თუმცა ორშაბათს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ის უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა.

ახალი ელჩის ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×