რეზონანსი
03.08.2026

ფასები ისევ იზრდება, წლიური ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება და 5.5%-ს შეადგენს. გაძვირდა თითქმის ყველაფერი. 

საქსტატის მონაცემით, წინა წელთან შედარებით ყველაზე მეტად გაზრდილია ფასები თევზეულზე, ხორცზე, პურზე,ზეთზე, ყველზე და თითქმის ყველა იმ პროდუქტზე, რომელიც ადამიანებს საარსებოდ სჭირდებათ და ყოველდღიურად მოიხმარენ. ამის გამო, ხალხი პროდუქტების ან მინიმალურ რაოდენობას ან საერთოდ ვერ ყიდულობს და მათ დიდ ნაწილს სახლში ხელაცარიელი წასვლა უწევს.

წლიდან წლამდე ხალხს ცხოვრება უძვირდება - ეს არის რეალობა, რაც სტატისტიკურ მონაცემებშიც ჩანს. ეკონომისტების ერთი ნაწილის შეფასებით, ინფლაციის ზრდაზე პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი და მისი არასწორი მონეტარული პოლიტიკა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×