რეზონანსი
03.08.2026

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის მოლაპარაკებები მხოლოდ ომანთან მიმდინარეობს.

ბაღაის თქმით, ამჟამად არც რომელიმე ქვეყნის დელეგაციის მიღებაა დაგეგმილი და არც მათი დელეგაციის საზღვარგარეთ გაგზავნა.

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერის განცხადებით, სანამ „აშშ-ის აგრესია“ გაგრძელდება, სრუტეში არსებული ვითარება უცვლელი დარჩება.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დღეს ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები განახლდება. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მხარეებმა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×