რეზონანსი
02.08.2026

ჩათვალეთ, რომ პენელოპა საქართველოს მართვის სადავეებია, ხოლო მისი ხელის მთხოვნელები ქართველი „ოპოზიციონერები", რომლებიც ხვდებიან, რომ პენელოპას მე უფრო შევესაბამები, მაგრამ თავის წარუმატებლობას საკუთარ თავს კი არა, მე მაბრალებენ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, "ჩაწიხლოს და გაანადგუროს".

სააკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციონერების რეაქციამ გაუჩინა „ოდისევსის მოგზაურობასთან" ასოციაცია.

სააკაშვილი ვრცელ "ფეისბუქ პოსტში" საუბრობს თავის განცხადებაზე, რომელიც ბოლო სასამართლო პროცესზე გააკეთა.

ამასთან, მისი თქმით, ემზადება დიდი ცვლილებებისთვის.

"არა მხოლოდ მანდელაზე, არამედ ბრაზილიის პრეზიდენტ ლულაზეც ვისაუბრე, რომელიც პრეზიდენტობის მერე დაიჭირეს, გამოვიდა და ისევ პრეზიდენტი გახდა.

ჩემს გამოსვლას ბოლო „სასამართლოზე", რომელიც ოპოტელევიზიებმა ძალიან ცუდად გააშუქეს, ჩემს გვერდზე უფრო მეტი ნახვა ჰქონდა ვიდრე საერთოდ ყველა ქართულ ენოვანი არხის ყველა ნიუსს და თოქ-შოუს ერთად აღებულს. ხალხის უმეტესობასაც ჩემს ამ ქარდზე მოცემულ განცხადებას ენთუზიაზმით შეხედა და აი სხვების, განსაკუთრებით ოპოზიციონერების რეაქციამ გამიჩინა ასოციაცია - „ოდისევსის მოგზაურობასთან".

ეს წიგნი ადრეულ ბავშვობაში წავიკითხე და მაშინ თავისი ციკლოპებით, ჯადოქრებით და სირინოზებით უბრალოდ ზღაპრად აღვიქვი. ახლა კი, ვნახე ახლად გამოსული ფილმი და დავინახე ოდისევსის ღრმა ფილოსოფიური შინაარსი. ოდისევსი ბრუნდება 20 - წლიანი ხეტიალის შემდეგ, ჩუმად შემოიპარება გადაცმული ქვეყანაში, აქ კი ხვდება მისი ცოლის, პენელოპას მრავალი ხელის მთხოვნელი, რომლებიც დიდი ხანია ცდილობენ პენელოპას „დათრევას" და მათ გეგმებში ოდისევსის გამოჩენა საერთოდ არ შედიოდა, ისინი ყველანი ერთად ესხმიან თავს ოდისევსს დიდი გააფთრებით.

ჩათვალეთ, რომ პენელოპა საქართველოს მართვის სადავეებია, ხოლო მისი ხელის მთხოვნელები ქართველი „ოპოზიციონერები", რომლებიც ხვდებიან რომ პენელოპას მე უფრო შევესაბამები, მაგრამ თავის წარუმატებლობას საკუთარ თავს კი არა მე მაბრალებენ და ცდილობენ ჩამწიხლონ და განადგურონ. ძალიან კარგი ფილმია! ყველას გირჩევთ ნახოთ.

რაც შემეხება მე, მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის. ჩემი ამოცანაა საქართველოს განვითარების გზაზე მყარად დაბრუნება, დანგრეული განათლების და ჯანმრთელობის სისტემების, სახელმწიფო ინსტიტუტების აღდგენა, რუსეთის დაშლიდან გამომდინარე, საფრთხეების მოგერიება და აფხაზეთის დაბრუნება და აი ამ ყველაფრისთვის მართლაც ღირს ოდისევსის დაბრუნება, თუნდაც ის ბოლოს ყველაფერ ამას შეეწიროს.

აი ასეთი ფილოსოფიური ტრაქტატი გამომივიდა",- წერს სააკაშვილი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×