რეზონანსი
02.08.2026

გილოცავთ ყველას შუამთობას, რომელიც არის გამორჩეული დღესასწაული არა მარტო აჭარისთვის, მაღალმთიანი აჭარისთვის, არამედ, სრულიად საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში, „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, თქმით, მაღალმთიანი აჭარა გამორჩეულია თავისი განსაკუთრებული ბუნებით, კულტურით და ტრადიციებით.

„მიხარია, რომ ყოველ წელს ასეთი სიხარულით ხვდება როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ყველა სტუმარი ამ დღესასწაულს. გილოცავთ ყველას შუამთობას, რომელიც არის გამორჩეული დღესასწაული არა მარტო აჭარისთვის, მაღალმთიანი აჭარისთვის, არამედ, სრულიად საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ სიყვარულისთვის, რომელსაც სტუმრებს უზიარებთ ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ამოვდივართ მაღალმთიან აჭარაში. ეს კუთხე გამორჩეულია ყველა თვალსაზრისით, თავისი განსაკუთრებული ბუნებით, კულტურით, ტრადიციებით და მდიდარია ყველა თვალსაზრისით.

მთავარი სიმდიდრე ამ კუთხის არის ხალხი, ადგილობრივი მოსახლეობა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ნიჭი, გაუზიაროს ადამიანებს სიყვარული, სიხარული და ეს არის, რასაც ყოველ ჯერზე ვგრძნობთ. მინდა წელსაც დაგპირდეთ, რომ მაღალმთიან აჭარას არ მოაკლდება ზრუნვა. რეგიონი ვითარდება წლიდან წლამდე, მაგრამ საჭიროა კიდევ მეტი და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. მთავრობის სახელით მინდა დაგპირდეთ, რომ არ მოვაკლებთ ზრუნვას ამ არაჩვეულებრივ რეგიონს და არაჩვეულებრივ ხალხს“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×